Georgia

ასტრაზენეკა გლობალური, ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ახორციელებს ფართო გამოყენების მედიკამენტების შექმნას, განვითარებას, წარმოებას, დისტრიბუციას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომერციალიზაციას.

ჩვენ გვჯერა, რომ პაციენტების დახმარების საუკეთესო საშუალება სამეცნიერო მიღწევებზე ფოკუსირებაა, რათა მოხდეს დაავადებების ჯერ კიდევ უცნობი მექანიზმების გამოვლენა და უახლესი, მიზანმიმართული სამკურნალო საშუალებების შექმნა. ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია მედიცინის საზღვრების გარღვევა, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელი მედიკამენტების შესაქმენლად.

ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირებას ვახდენთ მედიცინის იმ სამ უმთავრეს თერაპიულ მიმართულებაში, რომელშიც ვფიქრობთ, შეგვიძლია მნიშვნელოვანი შვება მივანიჭოთ პაციენტებს. ეს მიმართულებებია: ონკოლოგია; გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებები; სასუნთქი სისტემის, ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებები.